არსენ ვენგერის 7583 დღე პრემიერლიგაში - ფერგიუსონის რეკორდი დამხობილია

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე გამოცდილი დამრიგებელი გახდა. 67 წლის ფრანგმა სერ ალექს ფერგიუსონს გადაასწრო.

დღეს, 17 ივლისს, ზუსტად 7583 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვენგერმა მუშაობა "არსენალში" დაიწყო. აქამდე, პრემიერლიგაში მუშაობის მხრივ რეკორდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას, სერ ალექს ფერგიუსონს ეკუთვნოდა, რომელიც პრემიერლიგაში 7582 დღის განმავლობაში მუშაობდა.

აღნიშნული რეკორდის დროს გათვალისწინებულია არა ინგლისის ჩემპიონატის მთელი ისტორია, არამედ კონკრეტულად პრემიერლიგა, რომელიც სტარტს 1992 წელს იღებს.

არსენ ვენგერმა "არსენალი" 1996 წელს ჩაიბარა. ლონდონელებთან ერთად მან 3-ჯერ პრემიერლიგა, 7-ჯერ
ასოციაციის თასი და 6-ჯერ ქომუნითი შილდი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული