როგორც იქნა! - ალვარო მორატა ლონდონშია

AutoSharing Option
ალვარო მორატა "რეალის" კალიფორნიული შეკრებიდან ინგლისში ჩავიდა, ლონდონში ის მეუღლესთან, ალის კამპელიოსთან ერთად გამოცხადდა. 24 წლის ფორვარდი სულ მალე გააფორმებს კონტრაქტს "ჩელსისთან", იგი 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადადის "ლურჯების" შემადგენლობაში.

ეს ტრანსფერი "ჩელსისთვის" სარეკორდოა. ასევე, მორატა გახდა ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელი ისტორიაში. მორატასთან ერთად იმყოფება მისი აგენტი ხუანმა ლოპესიც.

"ყველაზე მთავარია, რომ მე აქ ვარ და მზად ვარ "ჩელსისთვის" ვითამაშო. პრემიერლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა. რა თქმა უნდა, დავეკითხე ასპილიკუეტას და მან მითხრა, რომ აქ ყველაფერი წესრიგშია.

"სტემფორდ ბრიჯზე" მორატა
5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ის კვირაში 155 ათას გირვანქას მიიღებს. მიხარია, რომ "ჩელსიში" ვითამაშებ, კლუბში, რომელსაც ყოველთვის ვუნდოდი. მადრიდულ კარიერაზე გული არ მწყდება, "რეალში" 4 ტიტული მოვიგე. მაგრამ მე მინდა, მოვუმატო, როგორც ფეხბურთელმა, რაც "რეალში" დარჩენის შემთხვევაში არ გამომივიდოდა. ანტონიო კონტე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მიხარია, რომ მასთან მუშაობა მომიწევს. რამდენად ახლოს ვიყავი "იუნაიტედში" გადასვლაზე? არ ვიცი, მთავარია, რომ ახლა "ჩელსიში" ვარ. როგორც იქნა", - განაცხადა მორატამ.

მორატას ტრანსფერით მხოლოდ "რეალი" არ იხეირებს ფინანსურად, თავიანთი წილი შეხვდებათ "ატლეტიკოსა" და "ხეტაფეს". "ატლეტიკოს" აკადემიაში მორატამ 4 სრული კურსი გაიარა, ამიტომ ფიფას წესებით, ეს კლუბი ტრანსფერის თანხიდან 800 ათას ევროს მიიღებს, ხოლო "ხეტაფე" ერთი კურსის საფასურს მიიღებს - 200 ათას ევროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული