"ჩელსი" ახალი სეზონისთვის მზადებას ჩინეთში გადის. აზიაში ჩასვლის შემდეგ, ლონდონელთა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, კენედიმ, სოციალურ ქსელში მასპინძელი ქვეყნის შეურაცმყოფელი რამდენიმე პოსტი გააკეთა, რამაც, ბუნებრივია, ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია.
ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ დისციპლინარულ სახდელს ის მაინც ვერ აცდა.
"კენედის ქმედება შეცდომა იყო და ის ამ შეცდომისგან ისწავლის.
მისი ქცევა გუნდის განწყობას არ გამოხატავს და ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ კლუბში არსებულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მომხდარის გამო, ფეხბურთელი მკაცრად დაისჯება.
"ჩელსის"
ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა შოკში ჩაგვაგდო და დაგვამწუხრა.
ბოდიშს ვიხდით იმ ზიანის გამო, რაც ჩინელ გულშემატკივრებსა და ჩინელ ხალხს მიადგა, " ვკითხულობთ "ჩელსის" ოფიციალურ განცხადებაში.
კომენტარი ფეხბურთელმაც გააკეთა: "მინდა, ჩინელ ხალხს შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოვუხადო. მათთვის ზიანის მიყენება ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. ახლაღა ვხვდები, რომ ჩემი კომენტარები უადგილო იყო."
ბოდიშის მოხდის მიუხედავად, 21 წლის ბრაზილიელი სასჯელს ვერ გადაურჩა. ის გუნდის წინასასეზონო მზადებიდან მოკვეთეს და ჩინეთიდან ინგლისში დააბრუნეს.
ძირს რასიზმი!
პატივისცემა
ჩინელია თუ შავკანიანია დაცინვის ღირსი არ არის