გვარდიოლამ ტრანსფერებში უკვე მილიარდი დახარჯა

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლას, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ფეხბურთელების შეძენაზე 998,4 მილიონი ევრო აქვს დახარჯული. ამ ინფორმაციას მადრიდული Marca ავრცელებს.

კატალონიელმა სპეციალისტმა მილიარდიან ნიშნულს მას შემდეგ მიუახლოვდა, რაც მისმა გუნდმა, "მონაკოდან", მარცხენა მცველი ბენჟამინ მენდი 57.7 მილიონ ევროდ დაიმატა.

წყაროს ცნობით, "ბარსელონაში" მუშაობის 4 წლის განმავლობაში, პეპმა 341,5 მილიონი დახარჯა; "ბაიერნში" გატარებული 3 წლის მანძილე - 203,9 მილიონი, ხოლო "სიტიში", ორ არასრულ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში - უკვე 453 მილიონი.

გვარდიოლას კარიერაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელიც "ბარსელონას" 69,5 მილიონი დაუჯდა.

ძვირადღირებულ ტრანსფერებთან
დაკავშირებით, 46 წლის სპეციალისტმა კომენტარი მეორე მადრიდულ გამოცემასთან, AS-თან საუბრისას გააკეთა:

"ეს სიგიჟეა. ფასები ძალიან სწრაფად იზრდება. 2-3 წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რომ ერთი ფეხბურთლი 100 მილიონი დაჯდებოდა. ახლა ეს რეალობაა, ფასები კი იმატებს და იმატებს.

ვისურვებდი, უფრო ნაკლები გადამეხადა, მაგრამ ასეთია სატრანსფერო ბაზარი. ბევრს მხოლოდ "სიტი" არ ხარჯავს. ამას სხვა კლუბებიც აკეთებენ. ვნახოთ, რა მოხდება რამდენიმე წლის შემდეგ. თუმცა, დაფიქრება ყველას გვმართებს."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული