"იუნაიტედის" მე-3 ფორმის პრეზენტაციის ფარგლებში, სავარაუდოდ კლუბის პიარ განყოფილების წარმომადგენელმა, ბლინდს ასეთი შეტყობინება გაუგზავნა: "სალამი მეგობარო. თუ შეგიძლია, სოციალურ ქსელში ეს ფოტო გამოაქვეყნე ამ მინაწერით: "შემდეგ მატჩს მზადყოფნაში და "ადიდასის" ახალი ფორმით ვხვდები. წინ!"
ბლინდმა, "ინსტაგრამის" პოსტში შეტყობინების მთელი ტექსტი გადაიტანა, რის გამოც, ინტერნეტ-მომხმარებლების დაცინვის ობიექტად იქცა.
ფეხბურთელმა შეცდომის გამოსწორება ძველი პოსტის წაშლითა და ახლის დამატებით სცადა.