უფრთხილდით ხუთს

AutoSharing Option
„ჩელსის“ კაპიტანმა, ჯონ ტერიმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გააფრთხილა, ჩვენი გუნდის საუკეთესო ხუთეულთან გამკლავება გაგიჭირდებათო. მისი თქმით კარლო ანჩელოტის შემტევ ვარსკვლავთა გაძლება ძალიან ძნელი საქმეა.

ტერი დარწმუნებულია, რომ კვირას, ინგლისური სეზონის მთავარ შეხვედრაში დიდიე დროგბას, ფერნანდო ტორესის, სალომონ კალუს, ფლორან მალუდას და ნიკოლა ანელკას გაჩერებას თვით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ კი ვერ შეძლებს.

„ნებისმიერი მოწინააღმდეგე შეკრთება, როდესაც მოედანზე ნანდოს, დიდიეს, ნიკოს, სალას ან ფლორანს დაინახავს. ეს ხუთეული ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. სულერთია ამ მოთამაშეთაგან მწვრთნელი კონკრეტულ შეხვედრაში რომელს ათამაშებს. გამარჯვების გოლის გატანა ხუთეულის ყველა წევრს შეუძლია
და იმისათვის, რომ ამ სეზონში ტიტულისთვის ვიბრძოლოთ, ისინი კარგ ფორმასი უნდა იყვნენ.

ალბათ, დააკვირდებოდით, რომ ამ ბიჭებიდან, ჩვეულებრივ, სამი იწყებს თამაშს, ორი კი მეორე ტაიმში, შეცვლაზე შედის. ამის მიუხედავად, მათ შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს. ან კი, რა დროს გაუგებრობაა, როდესაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა იმდენად დაიძაბა, რომ გამარჯვებული შეიძლება გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობამ გამოავლინოს. ძალიან მიხარია, რომ სალამ, დიდიემ და ფლორანმა კვლავ გაიხსენეს გოლების გატანის გემო“.

თავდამსხმელთა შორის კონკურენციაზე ლაპარაკი იმიტომ ჩამოვარდა, რომ კალუმ, „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ შეხვედრაში, ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, მაგრამ როდესაც მსაჯმა თამაში დაამთავრა, თანაგუნდელებთან ერთად, საზეიმოდ მოედანზე არ დარჩა. ის განაწყენდა, რადგან ბოლო დროს ანჩელოტი სასტარტო შემადგენლობაში ხშირად არ ათამაშებს. ამის მიუხედავად, ანჩელოტიმ თქვა, რომ 25 წლის კოტ დ’ივუარელი ვერც კვირას მოხვდება სასტარტოში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული