არშავინი რჩება

AutoSharing Option
30 წლის რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა „არსენალის“ თავკაც არსენ ვენგერს გული გაუკეთა - განაცხადა, რომ „არსენალიდან“ არსად მიდის.

„მწვრთნელს ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდა და მეც საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“ - თქვა არშავინმა რუსეთის ეროვნული გუნდის შეკრებაზე სომხეთთან შესარჩევი შეხვედრის წინ.

მოგეხსენებათ, 61 წლის ვენგერი კრიტიკის ქარ-ცეცხლშია. 2005 წლის შემდეგ ფრანგმა ვერა და ვერ მოახერხა „არსენალის“ რაიმე ტიტულთან მიყვანა. ბევრი ფეხბურთელი მისი გუნდიდან გაქცევას ცდილობს - ამბობენ, რომ ვენგერის გამო კარიერაში ჯილდოს გარეშე რჩებიან. ფრანგის გასახარად არშავინმა ასეთ მოთამაშეებს არ მიბაძა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული