„მწვრთნელს ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდა და მეც საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“ - თქვა არშავინმა რუსეთის ეროვნული გუნდის შეკრებაზე სომხეთთან შესარჩევი შეხვედრის წინ.
მოგეხსენებათ, 61 წლის ვენგერი კრიტიკის ქარ-ცეცხლშია. 2005 წლის შემდეგ ფრანგმა ვერა და ვერ მოახერხა „არსენალის“ რაიმე ტიტულთან მიყვანა. ბევრი ფეხბურთელი მისი გუნდიდან გაქცევას ცდილობს - ამბობენ, რომ ვენგერის გამო კარიერაში ჯილდოს გარეშე რჩებიან. ფრანგის გასახარად არშავინმა ასეთ მოთამაშეებს არ მიბაძა.