20 წლის მცველისთვის, რომელიც მერსისაიდელებმა მონტევიდეოს "ნასიონალიდან" დაახლოებით 7 მილიონ ფუნტად გადაიყვანეს, სწორედ სუარესს უთქვამს, რომ კარიერის "ენფილდ როუდზე" გაგრძელება მისი კარიერს საუკეთესო ელება იქნებოდა. კოეტესმა "ლივერპულის" ვებ-გვერდზე დაწერა: "ლუისმა "ლივერპულის" შესახებ უამრავი რამ მიამბო.
ყველაზე მეტს და გატაცებით ლივერპულელი ფანების ამბავს მიამბობდა. აქაური ფანების ამბავი ჩემი თვალით გასულ შაბათს, "ბოლტონთან" შეხვედრაში ვნახე. გასაოცარი იონ, რა გატაცებითა და ერთგულებით ედგნენ ისინი
მან ამიხსნა თუ რა წარსულის მქონე გუნდში გადავედი, რამაც ძალიან გამახარა - ერთი დიდი კლუბიდან, რომელსაც "ნასიონალი" ჰქვია, მეორეში გადავედი. ეს დიდი ბედნიერებაა.ის, რომ უცხო გარემოში და ძალიან დიდ კლუბში თანამემამულესთან ერთად ვიქნები, ჩემთვის უდიდესი შეღავათია. მე და ლუისი ერთი კულტურის წარმომადგენლები ვართ და ეს ცხოვრებას გამიიოლებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"