კოატესმა სუარესი ახსენა

AutoSharing Option
ურუგვაელმა სებასტიან კოატესმა თქვა, რომ მის "ლივერპულში" გადასვლაში მთავარი როლი მისმა თანამემამულემ და ახლა უკვე თანაგუნდელმა ლუის სუარესმა ითამაშა.

20 წლის მცველისთვის, რომელიც მერსისაიდელებმა მონტევიდეოს "ნასიონალიდან" დაახლოებით 7 მილიონ ფუნტად გადაიყვანეს, სწორედ სუარესს უთქვამს, რომ კარიერის "ენფილდ როუდზე" გაგრძელება მისი კარიერს საუკეთესო ელება იქნებოდა. კოეტესმა "ლივერპულის" ვებ-გვერდზე დაწერა: "ლუისმა "ლივერპულის" შესახებ უამრავი რამ მიამბო.

ყველაზე მეტს და გატაცებით ლივერპულელი ფანების ამბავს მიამბობდა. აქაური ფანების ამბავი ჩემი თვალით გასულ შაბათს, "ბოლტონთან" შეხვედრაში ვნახე. გასაოცარი იონ, რა გატაცებითა და ერთგულებით ედგნენ ისინი
მხარში თავიანთ საყვარელ გუნდს. კიდევ, ლუისმა "წითლების" ისტორიასა და ტრადიციებზე ილაპარაკა.

მან ამიხსნა თუ რა წარსულის მქონე გუნდში გადავედი, რამაც ძალიან გამახარა - ერთი დიდი კლუბიდან, რომელსაც "ნასიონალი" ჰქვია, მეორეში გადავედი. ეს დიდი ბედნიერებაა.ის, რომ უცხო გარემოში და ძალიან დიდ კლუბში თანამემამულესთან ერთად ვიქნები, ჩემთვის უდიდესი შეღავათია. მე და ლუისი ერთი კულტურის წარმომადგენლები ვართ და ეს ცხოვრებას გამიიოლებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული