დიეგო მარადონამ ფაბიო კაპელოს გათავისუფლების სქემა გამოაშკარავა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფაბიო კაპელოს გათავისუფლების მიზეზი იცის.

მარადონას თქმით, ჯონ ტერის გარშემო კონფლიქტი ხელოვნურად შეიქმნა, რათა კაპელოს გაშვების მიზეზი გაჩენილიყო.

არგენტინელი დარწმუნებილია, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია კაპელოს ხელმძღვანელიბით ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილო იყო და იტალიელი სპეციალისტის გაშვების მიზეზს დიდი ხანი ეძებდა.

"ტერის შემთხვევა საჭირო დროს მოხდა", - განაცხადა მარადონამ.

ტერის "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მოთამაშის ანტონ ფერდინანდის რასისტული გამონათქვამებით შეურაცხყოფაში ადაშაულებენ. საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა დევიდ ბერნშტეინმა ტერის ინგლისის ნაკრების კაპიტნობა
ჩამოართვა, მაგრამ კაპელო ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. 8 თებერვლის საღამოს ბერნშტეინთან შეხვედრის შემდეგ კაპელო თანამდებობიდან გადადგა.

"საფეხბურთო ასოციაციას შეუძლია ყველაფერი თქვას, მაგრამ მე ვერ გამაბრიყვებენ. ზუსტად ვიცი, რატომ გაათავისუფლეს კაპელო და ამ ამბავს ჯონ ტერის საქმესთან საერთო არაფერი აქვს", - ამბობს მარადონა.

9 თებერვალს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დროებით სტიუარტ პირსი დაინიშნა, რომელიც ამჟამად ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს ხელმძღვანელობს. ამასთან, საფეხბურთო ასოციაცია აგრძელებს იმ სპეციალისტის ძებნას, რომელიც პირველ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

მარადონამ განაცხადა, რომ ის ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არასდროს, არავითარ შემთხვაში გახდება. ამ დროისთვის არგენტინელი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლუბ " ალ ვასლის" წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული