უეინ რუნი: ინგლისის ნაკრების კაპიტნობა მსურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამხსმელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტნობა სურს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჯონ ტერის კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა.

"ყველა ვინც ამ საკითხით ინტერესდება, გიპასუხებთ, დიახ, მე მსურს ნაკრების კაპიტანი გავხდე. მაგრამ ამას მთავარი მწვრთნელი წყვეტს და არა მე. ჩემთვის, რომ ეკითხათ, ვინ არის საუკეთესო კანდიდატი, არჩევანს სტივენ ჯერარდზე შევაჩერებდი", - თქვა რუნიმ.

ბრიტანული პრესის ცნობით, ჯერარდის გარდა კაპიტნის სამკლავურის მორგება რეალურად "ტოტენჰემის" ნახევარმცველს სკოტ პარკერს შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული