"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ფორვარდის კარლოს ტევესის მრჩეველმა პოლ მაკარტიმ განაცხადა, რომ კარლოსი მზადაა "ქალაქელების" რიგებს დაუბრუნდეს.
"ბოლო ათი დღის განმავლობაში "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობდა, ორივე მხარე მზადაა შექმნილ სიტუაციაში კომპრომისზე წავიდეს. კარლოსს კლუბში დაბრუნება და ფეხბურთის თამაში სურს.
მანჩინი მზადაა ფეხბურთელი მიიღოს, ახლა უკვე ყველაფერი ტევესის ფიზიკურ კონდინციებზეა დამოკიდებული.
არგენტინელი უნდა დაბრუნდეს "მანჩესტერ სიტიში" და გუნდის მაისური მოირგოს, რის შემდეგ ის კვლავ დაიწყებს თავისი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას, გააგრძელებს გოლების გატანას და "ქალაქელებს" დაეხმარება", - თქვა მაკარტიმ Sky Sports-თან საუბარში.
15:38 13-02-2012
კარლოს ტევესის მრჩეველი: მას "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნება სურს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული