"მანჩესტერ სიტის" ფანები კარლოს ტევესისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები არგენტინელი თავდამსხმელის კარლოს ტევესის გუნდში დაბრუნებას სიხარულით არ შეხვდნენ.

"ქალაქელების" ქომაგთა კლუბის მდივნის კევინ პარკერის თქმით, ფეხბურთელმა კლუბთან დაკავშირებულ ყველა პირს უნდა მოუხადოს ბოდიში.

"ტევესმა უნდა მოიხადოს ბოდიში მწვრთნელისა და თანაგუნდელების წინაშე. შემდეგ მან საჯაროდ უნდა თხოვოს პატიება გუნდის ქომაგებს.

ეს პრესკონფერენციაზე ან ოფიციალური ფორმით უნდა მოხდეს.

ბევრ გულშემატკივარს მაინც არ სურს ტევესის ხილვა "სიტიში". გამიკვირდება, თუ ბოდიშის მოხდის შემდეგ ის მაინც აღმოჩნდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში", - თქვა პარკერმა.

მომზადებულია tribalfootball.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული