ჰარი რედნაპი:ახლა ლონდონის "ტოტენჰემის" დატოვება უსამართლობა იქნებოდა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ მზადაა ინგლისის ნაკრებს დროებით ჩაუდგეს სათავეში, მხოლოდ ევრო 2012-ის დასრულებამდე.

"სიცრუე იქნება იმის თქმა, რომ არ ვიცი, რომ ბევრს უნდა ინგლისის ნაკრების სათავეში მიხილოს. ეს ყველა გაზეთში თითქმის ყოველდღე იწერება. მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან რთული საკითხია.

კარგი სამუშაო მაქვს, ირგვლივ შესანიშნავი ხალხი მყავს, ფანები ჩემს მიმართ კარგად არიან განწყობილნი. ახლა ადგომა და წასვლა არასამართლიანობა იქნებოდა. ჯერჯერობით "ტოტენჰემს" უნდა მივხედო.

მოვალეობების შეთავსება? მოკლე დროით ეს შესაძლებელია, ვთქვათ ევრო 2012-მდე. თუმცა ტურნირის დასრულების შემდეგ
უნდა აირჩიო სად გსურს დარჩენა, რადგან ერთდროულად პრემიერლიგის კლუბში და ინგლისის ნაკრებში მუშაობა არარეალურია", - განაცხადა რედნაპმა.

მომზადებულია Abu Dhabi Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული