ემანუელ პეტიმ "არსენალს"ანდრეი არშავინის გაშვება ურჩია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 1998 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა ემანუელ პეტიმ, რომელიც 1997 წლიდან 2000 წლამდე ლონდონის "არსენალში" თამაშობდა, განაცხადა, რომ ახლა კლუბს რუსეთის ნაკრების ფორვარდ ანდრეი არშავინისგან და ჩეხი ნახევარმცველისგან, ტომაშ როსიცკისგან გათავისუფლება სჭირდება.

"არშავინს და როსიცკის უნდა უთხრან: მადლობას გიხდით ბატონებო, მაგრამ მშვიდობით", - განაცხადა პეტიმ.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშის თქმით, როდესაც ზოგიერთის სათამაშო დონეს ხედავს, კითხვები უჩნდება.

"არის სხვა ჩემპიონატებიც", - აღნიშნა პეტიმ.

"მილანთან" განადგურების შემდეგ პეტიმ "არსენალს" შემადგენლობაში ცვლილებებისკენ მოუწოდა. პეტიმ თქვა, რომ ის ლონდონელთა თავკაც არსენ ვენგერს
ეთანხმება, რომელმაც ამ მატჩს "არსენალისთვის" ევროთასებზე ყველაზე უარესი უწოდა.

პეტის თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე "არსენალი" უარესად და უარესად თამაშობს. ფრანგმა თქვა, რომ ლონდონური კლუბის შემადგენლობაში მას ნახევარმცველები ალექსანდრ სონგი, ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენი და ჯეკ უილშირი, ასევე ფორვარდი რობინ ვან პერსი მოსწონს. დანარჩენ პოზიციებზე  კი "არსენალის" შემადგენლობა გასაძლიერებელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული