"არშავინს და როსიცკის უნდა უთხრან: მადლობას გიხდით ბატონებო, მაგრამ მშვიდობით", - განაცხადა პეტიმ.
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშის თქმით, როდესაც ზოგიერთის სათამაშო დონეს ხედავს, კითხვები უჩნდება.
"არის სხვა ჩემპიონატებიც", - აღნიშნა პეტიმ.
"მილანთან" განადგურების შემდეგ პეტიმ "არსენალს" შემადგენლობაში ცვლილებებისკენ მოუწოდა. პეტიმ თქვა, რომ ის ლონდონელთა თავკაც არსენ ვენგერს
პეტის თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე "არსენალი" უარესად და უარესად თამაშობს. ფრანგმა თქვა, რომ ლონდონური კლუბის შემადგენლობაში მას ნახევარმცველები ალექსანდრ სონგი, ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენი და ჯეკ უილშირი, ასევე ფორვარდი რობინ ვან პერსი მოსწონს. დანარჩენ პოზიციებზე კი "არსენალის" შემადგენლობა გასაძლიერებელია.