უეინ რუნი: თამაშამდე ერთი დღით ადრე ვწყვეტ საით დავარტყამ თერთმეტმეტრიანს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა.

- ცოტა ხნის წინ ცხენი იყიდე. რა დაარქვი და ახლა ოუენთან ერთად დოღში მონაწილეობას ხომ არ აპირებ?
- Switcharooney დავარქვი. ის მაიკლის საჯინიბოში შესანიშნავი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შესაძლოა, მაისში დოღში მონაწილეობა დაიწყოს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

- რაზე ფიქრობ, სანამ პენალტს დაარტყამ?
- უბრალოდ, სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობ. ყოველთვის ვიცი საით გადავგზავნი ბურთს - ამას თამაშამდე ერთი დღით ადრე ვწყვეტ. კონკრეტული მეკარის შესახებ ვიდეოებს ვუყურებ, ჩვენს მეკარეთა მწვრთნელს რჩევას ვეკითხები და გადაწყვეტილებას ვიღებ. როდესაც
ბურთთან დგახარ, ცდილობ მეტოქის გოლკიპერს თვალებში არ შეხედო და მსაჯის სასტვენს ელოდები.

- შენს მიერ გატანილ რომელ გოლს მიიჩნევ მიმდინარე სეზონში საუკეთესოდ?
- "მანჩესტერ სიტისთან" თასზე თავით გატანილ გოლს. ვალენსიამ კარგად ჩაჰკიდა და თუმცა ვხედავდი, რომ ნანი ბურთისკენ გარბოდა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ დამერტყა თავით და გამეტანა. საბედნიეროდ, გამომივიდა.

- ფეხბურთის გარდა, სპორტის რომელ ოლიმპიურ სახეობაში ცდიდი ბედს?
- კრივში. ყოველთვის სპორტის ამ სახეობის დიდი ფანი ვიყავი და რინგზე სიამოვნებით ვიჩხუბებდი.

- რომელია შენი კარიერის საუკეთესო მომენტი?
- ჩემი პირველი გამარჯვება ჩემპიონატში. ეს ბრწყინვალე გრძნობა იყო და დღემდე ყველაზე საამაყო ამბად რჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული