ანდრე ვილაშ-ბოაში: ფერნანდო ტორესის ნიჭიერების უნდა გვჯეროდეს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა თავდამსხმელ ფერნანდო ტორესის უგოლო სერიაზე ისაუბრა.

"ყველა მოუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც ტორესი გატანას დაიწყებს. ვარჯიშებზე მას ყველა მხარში უდგას. ის გოლებს კიდევ გაიტანს.

მაგრამ ახლა მისი თავდაჯერება ძალიან დაცემულია. ისღა დაგვრჩენია, მისი ნიჭის გვჯეროდეს", - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 20 მატჩში ტორესმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული