ლონდონის "ჩელსი" ედინსონ კავანის უმიზნებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" ზაფხულში "ნაპოლის" ურუგვაელი თავდამსხმელის ედინსონ კავანის შეძენას გეგმავს, ამასთან ერთად "ლურჯები" ფერნანდო ტორესსა და დიდიე დროგბას დაემშვიდობებიან.

როგორც გაირკვა, "ნაპოლი" ფორვარდს 40 მილიონ ფუნტად შეაფასებს. ამ თანხის ნახევარს "ჩელსი" ტორესის ტრანსფერისგან მიიღებს, რომელიც 20 მილიონ ფუნტად ფასდება.

დროგბა კი "არისტოკრატებს" უფასოდ დატოვებს, რადგან კლუბთან კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.

"ჩელსის" გარდა, ედინსონის შეძენას "მანჩესტერ სიტიც" გეგმავს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული