ლონდონური კლუბის რიგებიდან საგანგაშო ინფორმაცია მოვიდა. ვითარებაში გარკვეულმა პირმა Associated press-თან ინტერვიუში გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი მუხლის ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს.
ინფორმატორი ამ ამბის გავრცელებას მხოლოდ სრული ანონიმურობის შენარჩუნების პირობით დათანხმდა, რადგან მცველის ტრავმის სერიოზულობის შესახებ ჯერჯერობით საჯაროდ არ საუბრობენ.
ჯონ ტერი ჰოლანდიის ნაკრებთან ინგლისის ნაკრების დაპირისპირებასაც გამოტოვებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.