ალექს ფერგიუსონი: ვფიქრობ, პრემიერლიგაში რაიან გიგზივით დიდხანს ვერავინ ითამაშებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა თავისი გუნდის ნახევარმცველ რაიან გიგზს სპორტული კარიერის ხანგრძლივობა შეუქო.

"შეიძლება ჩემი აზრი ვიღაცისას არ ემთხვეოდეს, მაგრამ მეჩვენება, რომ პრემიერლიგაში იმდენ ხანს, რამდენსაც გიგზი თამაშობს, ვერავინ ითამაშებს.

ფენომენალურია, რომ ის ბრძოლას აგრძელებს. დღეს ის სხვა გიგზია. ახლა უფრო მეტად მოედნის ცენტრში ირჯება, მომენტებს სიღრმიდან ქმნის.

დიახ, ის ისეთი სწრაფი აღარ არის, მაგრამ თამაშის ტემპს კვლავინდებურად იჭერს და ცვლის", - თქვა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა ფებურთელმა ცოტა ხნის წინ მანჩესტერელებთან კონტრაქტი ერთი სეზონით გააგრძელა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული