რომან აბრმოვიჩი ზაფხულში ეშლი კოულსა და ფრენკ ლემპარდს გაათავისუფლებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი ზაფხულში გუნდიდან ეშლი კოულის გაშვებას აპირებს. რუს მილიარდერს არ მოეწონა, რომ კოული "არისტოკრატების" თავკაცს ანდრე ვილაშ-ბოაშს საჯაროდ აკრიტიკებდა.

"როცა ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის წინააღმდეგ მიდიან, ისინი ამით კლუბის მფლობელის თვალში ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებენ.

ანდრე ვილაშ-ბოაში აბრამოვიჩმა პირადად აირჩია. მოთამაშეები მწვრთნელს ასე რადიკალურად არ უნდა აკრიტიკებდნენ ", - განაცხადა "ჩელსის" წარმომადგენელმა.

როგორც გაირკვა, კოულის გარდა აბრამოვიჩი ზაფხულში ფრენკ ლემპარდსაც დაემშვიდობება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული