ლონდონის "არსენალი" გუნდის გასაძლიერებლად 100 მილიონამდე ევროს დახარჯავს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა "კიოლნის" ფორვარდის ლუკას პოდოლსკისა და დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელის მარიო გიოტცეს შეძენაზე 55 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ Bild იუწყება.

გამოცემის ცნობით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელების შეძენით პირადად "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი დაინტერესდა. როგორ გადანაწილდება თანხა, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ "მეთოფეთა" ხელმძღვანელობამ გუნდის გასაძლიერებლად 50-დან 100-მდე მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული