სტივენ ჯერარდმა ევრო-2012-ის შემდეგ შესაძლოა სანაკრებო კარიერა დაასრულოს

AutoSharing Option
ინგლისის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა შესაძლოა ევრო-2012-ის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელი ინგლისის ნაკრების კაპიტნობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

"ევრო-2012-ის შემდეგ დიდ ხანს ვიფიქრებ ჩემს მომავალზე. ჯერ არავისთვის მისაუბრია სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ.

ამჟამად მხოლოდ "ლივერპულში" თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ვიცნობ ფეხბურთელებს, რომლებმაც სანაკრებო კარიერა დაასრულეს, რადგან კლუბში უფრო დიდი ხანი ეთამაშათ. მათ ეს ნაბიჯი წაადგათ", - თქვა ჯერარდმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული