გულშემატკივრებმა ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიეს

AutoSharing Option
გულშემატკივრებმა ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი სკოტ პარკერი ინგლისის ნაკრების 2011 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

პარკერი გულშემატკივრებმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აირჩიეს. გამოკითხვაში მეორე ადგილი მეკარე ჯო ჰარტმა დაიკავა, მესამეზე კი ნახევარმცველი ეშლი იანგი გავიდა.

პარკერმა 2011 წელს ინგლისის ნაკრების შვიდ მატჩში ითამაშა, მათ შორის ნოემბერში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან, რომელიც ინგლისელებმა 1:0 დაამარცხეს.

31 წლის პარკერი "ტოტენჰემში" 2011 წლის აგვისტოდან გამოდის. ინგლისის ჩემპიონატის 2011/12 წლის სეზონში ნახევარმცველმა 22 მატჩი ჩაატარა.

წარსულში ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელები
ეშლი კოული, უეინ რუნი, ფრენკ ლემპარდი, სტივენ ჯერარდი, ოუენ ჰარგრივზი და დავიდ ბექჰემი გამხდარან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული