დანიელ აგერი ოთხ კვირამდე გამოტოვებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველი დანიელ აგერი, რომელიც  "კარდიფთან" ინგლისის ლიგის თასის ფინალურ შეხვედრაში დაშავდა, ოთხ კვირას გამოტოვებს.

აგერმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მათგან ოცში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა. "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული 25 შეხვედრის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

პრემიერლიგაში "ლივერპულის" უახლოესი მატჩი 3 მარტსაა დანიშნული. კენი დალგლიშის შეგირდები შინ ლონდონის "არსენალს" მიიღებენ, რომელიც მეოთხე ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული