არსენ ვენგერი: "ლივერპულთან" შეხვედრაში სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური იდება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი არ მიიჩნევს, რომ ინგლისის ლიგის თასზე "ლივერპულის" გამარჯვება "მეთოფეებთან" მატჩის შედეგზე აისახება.

"არ ვფიქრობ, რომ მათი გამარჯვება და ტიტულის მოგება ჩვენს მატჩზე დიდ გავლენას მოახდენს. მოტივაცია სხვაგვარი იქნება, სასწორზე ხომ ჩემპიონთა ლიგის საგზურია.

"ლივერპულს" ისეთივე მიზანი აქვს, როგორიც ჩვენ და მატჩი ძალიან რთული იქნება.

სეზონის ბოლოს ყველა თამაში განსაკუთრებული ხდება და ამიტომაცაა მომავალი მატჩი "ლივერპულისთვისაც" და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული