ალექს ფერგიუსონი: ვფიქრობ, ინგლისის ნაკრების თავკაცად ჰარი რედნაპის დანიშვნა გარდაუვალია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ ეროვნულ გუნდს "ტოტენჰემის" ამჟამინდელი მწვრთნელი ჰარი რედნაპი უნდა ჩაუდგეს სათავეში.

"ვფიქრობ, რომ რედნაპის ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გარდაუვალია. თუ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლები მწვრთნელად ვინმე სხვას დანიშნავენ, ეს საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოდ იქნება და შესაძლოა პანიკა გამოიწვიოს.

ყველაზე მეტად შექმნილი მდგომარეობით "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა უნდა იყოს შეშფოთებული. საინტერესოა, რა იქნება მათი შემდგომი ნაბიჯი.

რედნაპმა საკუთარი კარიერის მანძილზე ბევრი რამ გამოსცადა. მეჩვენება, რომ ის პანიკაში არასდროს ვარდება და არასდროს ღელავს. პირადად მე ეს
თვისებები ხანდახან მაკლია", - თქვა ფერგიუსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული