"სტემფორდ ბრიჯზე" უკვე დიდი ხანია, მთავარი მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრობენ.
ლონდონის "ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა შესაძლოა ახლო მომავალში კატალონიის "ბარსელონას" თავკაცს ხოსეპ გვარდიოლას "არსიტოკრატთა" ხელმძღვანელობა შესთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას "ბარსელონასთან" კონტრაქტი ჯერჯერობით არ გაუხანგრძლივებია.
"ჩელსის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ანდრე ვილაშ-ბოაშის წასვლის შესახებ ჭორები კი "ვესტ ბრომვიჩთან" წაგების შემდეგ მომრავლდა.
ამ დროისთვის, გვარდიოლას გარდა, "ჩელსის" თავკაცის პოსტზე რაფაელ ბენიტესიც განიხილება.
იმ შემთხვევაში, თუ აბრამოვიჩი ვილაშ-ბოაშს გაანთავისუფლებს, პორტუგალიელი რიგით მერვე მწვრთნელი იქნება, ვისაც ლონდონურ კლუბში უმუშავია მას შემდეგ, რაც "ჩელსი" რუსმა მილიარდერმა იყიდა.
16:41 04-03-2012
რომან აბრამოვიჩმა შესაძლოა დახმარებისთვის ხოსეპ გვარდიოლას მიმართოს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული