ხუან მატამ ანდრე ვილაშ-ბოაშს მადლობა გადაუხადა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ხუან მატამ ანდრე ვილაშ-ბოაშს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ვილაშ-ბოაში 4 მარტს ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. მის ადგილს დროებით რობერტო დი მატეო დაიკავებს, რომელიც "ჩელსიში" ვილაშ-ბოაშის ასისტენტად მუშაობდა.

"ეს დღე ადვილი არ იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც "ჩელსის" ნაწილი არიან.

მინდა მწვრთნელს მადლობა გადავუხადო და მას წარმატებები ვუსურვო. უნდა განვაგრძოთ მუშაობა და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება უკეთესი დღეები", - თქვა მატამ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული