რომან აბრამოვიჩი ხოსეპ გვარდიოლას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მწვრთნელად აქცევს?

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩს სურს, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ მის გუნდს თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტი, კატალონიური "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ჩაუდგეს სათავეში.

ლონდონური კლუბიდან გამოსული ხმების თანახმად, პორტუგალიელი თავკაცის ანდრე ვილაშ-ბოაშის გათავისუფლების შემდეგ, რუსი მილიარდერის სიაში ნომერ პირველ კანდიდატად სწორედ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელია.

"აბრამოვიჩს თავის გუნდში მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელის ხილვა სურს და გვარდიოლა მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ალტერნატივად აბრამოვიჩს რამდენიმე ადგილობრივ სპეციალისტსაც სთავაზობდნენ, მაგრამ რომანი მოდური ტენდენციების მიმდევარია და მხოლოდ უცხოელი თავკაცი სურს", - განუცხადა "ჩელსის" ხელმძღვანელობასთან
დაახლოებულმა პირმა ESPN-ს.

ამტკიცებენ, რომ "ჩელსი" მზადაა ესპანელ სპეციალისტს ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტი შესთავაზოს. ამასთან თავად გვარდიოლას "ბარსელონასთან" მოქმედი ხელშეკრულება აქამდე არ გაუგრძელებია, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვალისწინებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული