რომან აბრამოვიჩმა იოახიმ ლიოვთან ჟენევაში მოლაპარაკებები გამართა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" რუსი მფლობელი რომან აბრამოვიჩი ჟენევაში გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს შეხვდა.

შეხვედრაზე 52 წლის სპეციალისტის "ჩელსიში" სამუშაოდ გადასვლის შესაძლებლობა განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ კვირას "ლურჯების" ხელმძღვანელობამ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გერმანიის ნაკრებში ლიოვი 2004 წლიდან მუშაობს. ცოტა ხნის წინ მას კონტრაქტი 2014 წლამდე გაუგრძელეს. თუმცა აბრამოვიჩი გერმანიის საფეხბურთო კავშირს აუცილებელ კომპენსაციას გადაუხდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული