რობერტო მანჩინი: მარიო ბალოტელის ცოლი მოარჯულებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი გუნდის ფორვარდის, მარიო ბალოტელის ხასიათის უკეთესობისკენ შეცვლას ეშურება.

"არ ვიცი, როგორ შევცვალო მარიო. ვფიქრობ, ამას მხოლოდ დრო თუ შეძლებს. როცა ახალგაზრდა ხარ, ბევრ შეცდომას უშვებ, მაგრამ 25-26 წლის ასაკში ბალოტელი სხვანაირი იქნება.

როცა პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ გაქვს, მაღალ დონეზე თამაში ძნელია. იქნებ ჯობდეს, რომ მარიო დაქორწინდეს?", - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი "ბოლტონთან" (2:0) პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩის წინა ღამეს სტრიპტიზ-კლუბს ეწვია, რითაც კლუბის რეჟიმი დაარღვია.

მანჩინიმ ფეხბურთელი ორი კვირის ხელფასის ოდენობის
თანხით დააჯარიმა.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული