მარიო ბალოტელი: ვარჯიშებს ახლა უკვე სერიოზულად ვეკიდები

AutoSharing Option
"გავიზარდე და ზოგიერთი რამ გადავაფასე. მიმდინარე სეზონში უკვე 14 გოლი გავიტანე და ორი თერთმეტმეტრიანიც გამოვიყენე. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ვარჯიშებს უფრო სერიოზულად ვეკიდები. გასულ წელს ასე არ ყოფილა", - განაცხადა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, რომ 5 მარტს "ქალაქელთა" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ბალოტელი 240 ათასი ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა. ამის მიზეზი "ბოლტონთან" თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ბალოტელის სტრიპტიზ-კლუბში სტუმრობა გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული