გლენ ჰოდლი ინგლისის ნაკრების სათავეში ჩადგომას აპირებს

AutoSharing Option
54 წლის ინგლისელი სპეციალისტი გლენ ჰოდლი, რომელიც ბოლოს "ვულვერჰემპტონში" მუშაობდა, მზადაა ინგლისის ნაკრებს კვლავ უხელმძღვანელოს.

თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჰოდლი 1996-იდან 1999 წლამდე მუშაობდა, 28 მატჩიდან მხოლოდ 5-ში დამარცხდა. ჰოლდი თანამდებობიდან სკანდალური განცხადებისთვის გაათავისუფლეს. მან თქვა, რომ "ინვალიდები წარსული ცხოვრების ცოდვებისთვის ისჯებიან".

"ინგლისში არცთუ ბევრ მწვრთნელს აქვს დიდ ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება. კარგი იქნებოდა, თავიდან მივეწვიე. 54 წლის ვარ და ამ მოვალეობისთვის თავს საკმაოდ ახალგაზრდად ვგრძნობ.

ნახეთ ნაკრებში ჩემი მუშაობის გამარჯვებების პროცენტული მაჩვენებელი. მის გამეორებას ცოტა თუ შეძლებს", - თქვა ჰოდლმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული