"მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ საკუთარ ტვიტერში არგენტინელ ლიონელ მესიზე დაწერა, რომელმაც ლევერკუზენის "ბაიერს" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.
"მესი… ჩემთვის ეს მოთამაშე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია", - დაწერა რუნიმ.
შეგახსენებთ, რომ მესის პენტა თრიქი ჩემპიონთა ლიგის თანამედროვე ისტორიაში პირველია.