"თამაში უნდა გავაუმჯობესო. როდესაც საკუთარ თავს ეუბნებით: "თამაშის გაუმჯობესება აღარ მჭირდება", - შეგიძლიათ ფეხბურთი დაასრულოთ.
მაგალითად, მე თავით დარტყმა მაქვს გასაუმჯობესებელი. დიახ, მიმდინარე სეზონში "მეორე სართულიდან" ორი-სამი გოლი გავიტანე. მაგრამ რატომ თხუთმეტი არა?
სრულყოფილების ზღვარი არ არსებობს. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ხარისხი არ მაკმაყოფილებს", - თქვა ჰოლანდიელმა.