"ისეთი წინათგრძნობა მაქვს, თითქოს ინგლისის ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავება შეგვიძლია. ეს ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა კვლავ გვსურს. ვფიქრობ, ამას ვიმსახურებთ", - განაცხადა "არსენალის" ფორვარდმა.
ამ დროისთვის "მეთოფეები" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და 4 ქულით ჩამორჩებიან "ტოტენჰემს". არსენ ვენგერის შეგირდები 12 მარტს "ნიუკასლს" უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" რობინ ვან პერსის ახალი კონტრაქტი შესთავაზა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით