ლონდონის "არსენალმა" მარიო გიოტცეს სანაცვლოდ შესაძლოა 25 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

AutoSharing Option
"არსენალის" ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებას დორტმუნდის "ბორუსიას" ჰავბეკ მარიო გიოტცეთი გეგმავს.

"მეთოფეებმა" შესაძლოა, ნიჭიერ გერმანელ ფეხბურთელში კლუბისთვის რეკორდული თანხა 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა შემადგენლობაში ერთი გერმანელი - პერ მერტესაკერი უკვე თამაშობს. მას ზაფხულში შესაძლოა, "კიოლნის" ფორვარდი ლუკას პოდოლსკიც შეუერთდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული