"როგორ მოვახერხეთ ამ მატჩის წაგება? მეორე ტაიმში "ევერტონის" მოთამაშეებს მოედნის ცენტრზე გადმოსვლა უჭირდათ. მატჩი ერთმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა.
მათ პირველ ტაიმშიც ცოტა მომენტი ჰქონდათ, "ევერტონმა" სულ ერთი 1-2 მომენტი შექმნა, მეტი არა. მაგრამ გოლის გაშვება მაინც მოვახერხეთ.
უკვე შემდეგ ჩემი მოთამაშეები ხელიდან ძალიან ბევრ შანსს უშვებდნენ. განსაკუთრებით მრავლისმთქმელია ბოლო წუთებზე ხელიდან გაშვებული მომენტი - 100-დან 99 ასეთ შემთხვევაში ბურთი კარში შეფრინდებოდა.