ჰარი რედნაპი: არ მესმის "ევერტონთან" როგორ დავმარცხდით

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი მიიჩნევს, რომ მისი შეგირდები "ევერტონთან" დაუმსახურებლად დამარცხდნენ.

"როგორ მოვახერხეთ ამ მატჩის წაგება? მეორე ტაიმში "ევერტონის" მოთამაშეებს მოედნის ცენტრზე გადმოსვლა უჭირდათ. მატჩი ერთმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა.

მათ პირველ ტაიმშიც ცოტა მომენტი ჰქონდათ, "ევერტონმა" სულ ერთი 1-2 მომენტი შექმნა, მეტი არა. მაგრამ გოლის გაშვება მაინც მოვახერხეთ.

უკვე შემდეგ ჩემი მოთამაშეები ხელიდან ძალიან ბევრ შანსს უშვებდნენ. განსაკუთრებით მრავლისმთქმელია ბოლო წუთებზე ხელიდან გაშვებული მომენტი - 100-დან 99 ასეთ შემთხვევაში ბურთი კარში შეფრინდებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული