დავიდ სილვა: თუ ჩემპიონები გავხდით ფანტასტიკურ ზეიმს მოვაწყობ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ესპანელი ფეხბურთელი დავიდ სილვა "ქალაქელთა" ჩემპიონობის შემთხვევაში ისეთი ზეიმის მოწყობის პირობას დებს, რომელიც არავის დაავიწყდება.

"ჩვენს გუნდში ერთი რამის ეშინიათ - გიჟური საღამოს მოწყობის პირობა დავდე, თუ პრემიერლიგას მოვიგებთ.

ზაფხულში ტიტულის პრეტენდენტებად "სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" დავასახელე. ახლა ტიტულისთვის მხოლოდ ჩვენ და ფერგიუსონის გუნდი ვიბრძვით.

ინგლისში გატარებული ორი წლის მანძილზე გავიგე, რომ აქ იოლი თამაში არ არსებობს. ჩვენთვის ყოველი დაპირისპირება ფინალის ტოლფასია, ყველაფერი შეიძლება ერთმა ქულამ გადაწყვიტოს. ყველაზე მნიშვნელოვანი სააპრილო დერბია. თუ მანამდე ორქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას შევძლებთ,
შემდეგ კი ხუთ ქულამდე გავზრდით, ეს ჩვენს შანსებზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", - აღნიშნა ესპანელმა.

დავიდმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" პირველ წრეში 6:1 გამარჯვებაც გაიხსენა.

"ეს ისტორიული წარმატებაა. მსგავსი ამბის მონაწილე ადრე არასდროს ვყოფილვარ. ამ მატჩის ჩანაწერს მრავალი წლის განმავლობაში შევინახავ, როგორც განძს. "ოლდ ტრაფორდი" ფეხბურთის საფლავია, ჩვენ კი იქ 6:1 მოვიგეთ... დაუჯერებელია"!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული