"ბოლოს და ბოლოს, სატურნირო ცხრილში იმ ადგილს დავუბრუნდით, რომელზეც უნდა ვიყოთ.
ბოლო დროს შესანიშნავ თამაშს ვაჩვენებთ და ჩვენი ლიდერობა სრულიად კანონზომიერია. ევროთასებზე საქმე არცთუ კარგად მიგვდის, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.
"სუონსიმ" შესანიშნავი საჩუქარი გაგვიკეთა. სულ რამდენიმე ტურის წინ ლიდერს შვიდი ქულით ჩამოვრჩებოდით, ამ გამარჯვების შემდეგ კი პირველ ადგილზე ავინაცვლეთ.
რაც მთავარია, ამ ადგილზე ჩემპიონატის დასრულებამდე უნდა დავრჩეთ", - თქვა რუნიმ.