"არ მაღელვებს, როგორ ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედმა". ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. სეზონის დასრულებამდე კიდევ ათი ტური დარჩა და უკვე მომავალ კვირას, შესაძლოა, ყველაფერი კარდინალურად შეიცვალოს.
მთავარია, არ მოვდუნდეთ და ერთიანობა შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე ყოფნა მეტი სიმშვიდის საშუალებას იძლევა, მაგრამ "სუონსისთან" დამარცხების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა.
ახლა "მანჩესტერ იუნაიტედს" მხოლოდ ქულით ჩამოვრჩებით. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი უცვლელი რჩება", - თქვა მანჩინიმ.