სტივენ ჯერარდი პირველია, ვინც მერსისაიდულ დერბიში ჰეთ თრიქი შეასრულა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი "ევერტონი" 3:0 გაანადგურა.

სამივე გოლი მასპინძელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე. ასე რომ, ჯერარდი პირველი ფეხბურთელია, ვინც მერსისაიდულ დერბიში ჰეთ თრიქი შეასრულა.

ამას გარდა, მან "ევერტონის" წინააღმდეგ მატჩებში უკვე შვიდი გოლი გაიტანა და "ლივერპულის" ყოფილი ფორვარდის რობი ფაულერის რეკორდი დაამხო.

ამასთან, ჯერარდმა პრემიერლიგაში მეოთხასე შეხვედრა ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული