ედინ ჯეკოს გადაბირებას ტურინის "იუვენტუსი" და მიუნხენის "ბაიერნი" ცდილობენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 25 წლის ბოსნიელი ფეხბურთელი ედინ ჯეკო სულ უფრო იშვიათად ჩნდება მოედანზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიელს კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, შესაძლოა, მან გუნდი ახლო მომავალში დატოვოს.

ფეხბურთელის აგენტმა ლარს მროსკომ განაცხადა, რომ მისი კლიენტით ტურინის "იუვენტუსი" და მიუნხენის "ბაიერნი" არიან დაინტერესებულნი.

"ბაიერნი" ყოველთვის ცდილობდა ედინის შეძენას. იგივე ეხება "იუვენტუსსაც", თუმცა ამ დროისთვის არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს.

პირველი რიგში, "მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლებს უნდა მოველაპარაკოთ", - თქვა მროსკომ.

მომზადებულია Nogometni Magazin-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული