ფაბიო კაპელო: ინგლისის ნაკრები ტერის გამო დავტოვე

AutoSharing Option
ფაბიო კაპელომ დაადასტურა, რომ ინგლისის ნაკრების თავკაცის თანამდებობა ლონდონის "ჩელსის" მცველ ჯონ ტერისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევის გამო დატოვა.

"ინგლისში ძალიან ბედნიერი ვიყავი, იქ მუშაობა და ფეხბურთის თამაში შესანიშნავია. ეს კარგი გამოცდილება იყო, კლუბებთან და მოთამაშეებთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, სანამ ტერის ისტორია მოხდებოდა.

ვერ გამიგია რატომ ჩამოართვეს ჯონს კაპიტნის სამკლავური. ის მას მხოლოდ ცოტა ხნის წინ დავუბრუნე, სასამართლოს ვერდიქტი კი 9 ივლისამდე გადაიდო.

ამ გადაწყვეტილებას არ დავეთანხმე და ამიტომაც წამოვედი. ადამიანი უდანაშაულოა, სანამ მისი ბრალი არ დამტკიცდება. მე მოცდას და გადაწყვეტილების
შემდეგ მიღებას ვითხოვდი", - თქვა კაპელომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული