ლუის სუარესს "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ურუგვაელი ფეხბურთელის, ლუის სუარესის კონტრაქტი კლუბთან 2016 წლამდე მოქმედებს.

მიუხედავად ბოლოდროინდელი ჭორებისა, თითქოს სუარესი პსჟ-ში გადადის, ფორვარდი "ენფილდზე" დარჩენას აპირებს.

"დარჩენა მსურს. მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, "ლივერპულიდან" წასვლა არ მინდა. აქ ბედნიერი ვარ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმაც.

კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე მაკავშირებს, თუმცა მისი გახანგრძლივება მინდა. მწვრთნელი მენდობა, არადა, 8 შეხვედრა გამოვტოვე. ეს ბევრს ნიშნავს", - განაცხადა სუარესმა.

მომზადებულია Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული