ფერნანდო ტორესი: ლონდონის "ჩელსის" მადლიერი ვარ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა, რომელმაც "ლესტერთან" ინგლისის თასის მეოთხედფინალურ მატჩში დუბლი შეასრულა და 26-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა, გულშემატკივრებსა და გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემთვის ეს გოლები აუცილებელი იყო. შეუპოვრად ვშრომობდი, რათა გამეტანა. მიმდინარე სეზონს კარგ დონეზე ვატარებ, მაგრამ გატანას ვერა და ვერ ვახერხებდი. ეს კი ფორვარდის საქმეა.

ჩემთვის ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ამ დროის განმავლობაში თანაგუნდელები და მწვრთნელები გვერდში მედგნენ. ახლა ვგრძნობ, რომ მწვრთნელის ნდობით ვარ აღჭურვილი. "ჩელსის" მადლიერი ვარ.

ბოლო თვეს გუნდი დიდ ძალისხმევას იჩენს. ვფიქრობ, ბოლო
ორმა-სამმა თამაშმა აჩვენა, რა მიმართულებით წავალთ სეზონის დასკვნით ნაწილში", - თქვა ფერნანდომ.

ესპანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ გუნდი კარის აღების უფრო მეტ მომენტს ქმნის, ვიდრე ადრე. ამიტომაც შედეგიც არ დაახანებს.

"მთავარია, რომ უფრო მეტ მომენტს ვქმნით, ვიდრე წინათ. ამიტომ გოლებიც არის. ამასთან, დაცვაში თამაშიც გავაუმჯობესეთ და იმდენს აღარ ვუშვებთ. ყველაფერი ეს კი გამარჯვებაში გვეხმარება", - თქვა ტორესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული